სამი კრიმინალი ერთ ღამეში ცეცხლსასროლი იარაღისა და ე.წ. შპიცის გამოყენებით (ვიდეო)

Image

თბილისსა და გურჯაანში ერთ ღამეში სამი კრიმინალური შემთხვევა მოხდა: თბილისში, მცხეთის ქუჩაზე ახალგაზრდა ცეცხლსასროლი იარარით დაჭრეს, ვარკეთილში მოზარდს გულმკერდში ე.წ. შპიცი ჩაარტყეს და გურჯაანში პოლიციელმა მოქალაქე სცემა.

 

მცხეთის ქუჩაზე დაჭრილი თემურ ხუბულური ამ დრომდე კლინიკაში რჩება, თუმცა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება: ფეხებში დაჭრილ ხუბულურს უკვე ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია და პოსტოპერაციულ რეჟიმში მკურნალობს.

ამ დრომდე მძიმეა ვარკეთილში გუშინ ღამით დაჭრილი მოზარდის მდგომარეობა: მას ურთიერთშელაპარაკების დროს გულმკერდში ე.წ. შპიცი ჩაარტყეს. მოზარდს ჭრილობა მარჯვენა პარკუჭზე ჰქონდა მიღებული და გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, რის შემდეგაც ამ დრომდე მართვადი სუნთქვის რეჟიმზე იმყოფება.

 

გურჯაანში, 9 აპრილის ქუჩაზე ჯერ შელაპარაკება, შემდეგ კი ხელჩართული ჩხუბი მოხდა მოქალაქესა და პოლიციელებს შორის. გურჯაანის პოლიციაში არ უარყოფენ, რომ ერთ-ერთმა თანამშრომელმა მოქალაქე სცემა, თუმცა კობიაშვილს დაუმორჩილებლობაში ადანაშაულებენ. თავის მხრივ, კობიაშვილის ოჯახი პოლიციას ძალადობაში სდებს ბრალს.  

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !