
გურჯაანში, 9 აპრილის ქუჩაზე. ე.წ. აგურის ქარხნის ბინაში ახალგაზრდა მამაკაცების ჩხუბის დროს ხელყუმბარა აფეთქდა. აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიჭრა. ინფორმაციას კახეთის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
დაჭრილები გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოში მოათავსეს. ექიმების თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მომხდარს ადასტურებს შსს, გამოძიებას შს გურჯაანის რაიონული სამმართველო აწარმოებს. შსს-ს ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობის და მიზეზის დასადგენად დანიშნულია მრავალი სახის ექსპერტიზა.
სამართალდამცავებმა კორპუსში მაცხოვრებლები უკვე დაკითხეს. ერთ-ერთი ვინც მოწმის სახით დაიკითხა, დაცვის პოლიციის თანამშრომელია, რომელიც ამ კორპუსში ცხოვრობს. პოლიციას ჯერ არავინ დაუკავებია.