
თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე "ლიბერთი ბანკის" ფილიალი გაძარცვეს. შემთხვევა დაახლოებით დილის ათ საათზე მოხდა.
თვითმხილველებმა ბანკის თანამშრომელი გოგონას ტირილის ხმა გაიგონეს, რის შემდეგაც პოლიცია გამოიძახეს. ჯერჯერობით დაუდგენელია თავდამსხმელთა რაოდენობა და ის, თუ რა თანხის წაღება მოახერხეს ბანკიდან მძარცველებმა. ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ.
"რუსთავი-2".