პროკურატურა სააკაშვილის ბრალეულობაზე განცხადებას ავრცელებს

Image

საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, ვალერი გელაშვილზე თავდასხმის საქმეში მიხეილ სააკაშვილს ბრალი წარდგენილი აქვს კანონის სრული დაცვით და სწორი სამართლებრივი კვალიფიკაციით და ის დაზუსტებას არ საჭიროებს.

 


,,მიხეილ სააკაშვილს ბრალი წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ"ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ჩადენას ძალადობით და იარაღის გამოყენებით,რამაც ფიზიკური პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.

 

ასევე, 25 და 117-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზებას, ესე იგი სხეულის დაზიანებას, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის და რომელმაც გამოიწვია სახის წარუშლელი დამახინჯება. დანაშაულის ჩადენის დროს, ანუ 2005 წლის 14 ივლისს მოქმედი კანონის მიხედვით ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება გათვალისწინებული იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,თ" ქვეპუნქტით, რომელიც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით 5-დან 12წლამდე და განეკუთვნებოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. დღეს მოქმედი რედაქციით კი იგივე ქმედება გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით, განეკუთვნება მძიმე დანაშაულთა კატეგორიას და ისჯება თავისუფლებისაღკვეთით 7-დან 9 წლამდე ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მესამე მუხლის თანახმად, კანონს რომელიც ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა და ვრცელდება წარსულში ჩადენილ დანაშაულებზე. აქედან გამომდინარე, ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოყენებული იქნა დღეს მოქმედი კანონი, ვინაიდან როგორც ზემოთ აღინიშნა, 2005 წელს მოქმედი კანონი ჯგუფურად სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებისათვის სასჯელის სახით მაქსიმალურ ვადას აწესებდა 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთით, ხოლო ახალი კანონი ამ ქმედებისთვის სასჯელის მაქსიმალურ ვადას ამსუბუქებს და აწესებს 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთის სახით.

 


ამდენად მიხეილ სააკაშვილს ბრალი წარდგენილი აქვს კანონის სრული დაცვით, სწორი სამართლებრივი კვალიფიკაციით და დაზუსტებას არ საჭიროებს. შესაბამისად აღნიშნული საკითხით სპეკულაცია მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს", - ნათქვამია განცხადებაში. 

 


დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს ბრალდების დადგენილებაში ბრალი წარდგენილი აქვს ორი მუხლით, საიდანაც ერთი კოდექსის ძველ რედაქციაში არ არსებობს. აღნიშნულმა უზუსტობამ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე კამათი გამოიწვია. 
კერძოდ, მოსამართლე ნინო სანდოძემ პროკურორებს მოსთხოვა განმარტება, კოდექსის რომელი რედაქციით აქვს ბრალი წარდგენილი მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზების ნაწილში.

 


მოსამართლემ აღნიშნა, რომ დადგენილებაში მითითებულია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ე ქვეპუნქტი. პროკურორმა დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომ ყოფილ პრეზიდენტს ბრალი ძველი – 2005 წლის 15 ივლისის კოდექსის რედაქციით აქვს წარდგენილი. მოსამართლის განმარტებით, კოდექსის ძველ რედაქციაში 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ე ქვეპუნქტი არ არსებობს. პროკურორებს პოზიციის ჩამოსაყალიბებლად რამდენიმე წუთი მიეცათ.“-ნათქვამია განცხადებაში.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !