
უცნობმა პირმა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მდებარე 47-ე სკოლასთან ცეცხლი გახსნა. შემთხევევა სასწავლო პროცესის დროს მოხდა.
შსს-ს ინფორმაციით, პიროვნება უკვე დაკავებულია. ის ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. თვითმხილველების ცნობით, მან ჰაერში რამდენიმეჯერ გაისროლა.