
გიორგი ნაკაშიძე დააკავეს - ინფორმაციას ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. „აქცენტის“ ცნობით, მსახიობი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზეა დაკავებული.
გამოცემის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს იფორმაციით, ნაკაშიძე სამართალდამცველებმა წინააღმდეგობის გაწევისა და წვრილმანი ხულიგნობის გამო დააკავეს.
მომხდარზე საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173 მუხლებით არის აღძრული.