
შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე "არჩევანში" აცხადებს, რომ ბრალდებულ შალვა აბულაძის ძებნის კუთხით სიახლეებია და დღეს თუ ხვალ მას განსასჯელის სკამზე მოუწევს დაჯდომა.
"გეტყვით, რომ დღეს თუ ხვალ, ის აუცილებლად დაჯდება ბრალდებულის სკამზე და მიეცემა პასუხისგებაში, მას მოუწევს პასუხი აგოს იმ გასროლებზე, რომელსაც ორი პოლიციელის გარდაცვალება მოჰყვა. მიდის ძებნის ოპერაცია, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, თავს შევიკავებ გავაჟღერო, თუ რა სიახლეებია და ნამდვილად არის სიახლეები ამ პროცესში. მისი გადაადგილების წრე და თავისუფლებაზე ყოფნის დრო იწურება", - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.