
მკვლელობა მოხდა სოფელ მამკოდასთან. უცნობმა პირმა ტაქსის მძღოლს ყელი გამოსჭრა, სავარაუდოდ, მცირე რაოდენობის თანხა გაიტაცა და მიიმალა. ინფორმაციას "რუსთავი-2" ავრცელებს.
შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა. ცხედარი ექსპერტიზისთვის გადასვენებულია მცხეთის პროზექტურაში.
დაღუპულის ოჯახის წევრების ინფორმაციით, მკვლელობა ყაჩაღობის მიზნით მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე გახსნილია და მკვლელობაში ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია.