
სიცოცხლისთვის შეუსაბამო ჭრილობის გამო პოლიციელი ბ. მ., რომელიც რამდენიმე საათის წინ ვარკეთილის მეტროსთან მეწყვილესთან ერთად დაჭრეს, გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა შემოწმების მიზნით ავტომანქანა გააჩერა, საიდანაც პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნეს და ეკიპაჟის ორივე წევრი დაჭრეს. დაჭრილები ინგოროყვას სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ერთ დაჭრილს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.
ქირურგიული ჩარევა სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა, მაგრამ პოლიციელის გადარჩენა ექიმებმა ვერ მოახერხეს. 28 წლის პოლიციელს ჭრილობები მუცელსა და ბარძაყში ჰქონდა მიღებული. მეორე პოლიციელის სიცოცხლეს, მედიკოსების განცხადებით, საფრთხე არ ემუქრება.