
თბილისში, ვარკეთილში ცეცხლსასროლი იარაღით ორი პოლიციელი დაჭრეს. ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროშიც ადასტურებენ.
შსს აცხადებს, რომ პოლიციელებმა გადამოწმების მიზნით მოქალაქე გააჩერეს, რომელმაც მათი მისამართით ცეცხლი გახსნა.
როგორც შსს-ში აცხადებენ, დაჭრილების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ისინი კლინიკაში გადაიყვანეს. ამ დროისთვის უცნობია დაკავებულია თუ არა პირი, რომელმაც პოლიციელებს ესროლა. შემთხვევა დღეს საღამოს, ვარკეთილის მეტროს სადგურთან მოხდა.