-
2015-03-24 18:24
აზერბაიჯანული გამოცემა vesti.az საქართველოში აზერბაიჯანის მოქალაქის მკვლელობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, შემთხვევა რუსთავთან ხლოს, იაღლუჯის მაღლობთან მოხდა.
35 წლის ნარიმან ბაბეკ ოღლი მუსტაფაევს საქართველოში აზერბაიჯანული მანათი მოჰქონდა, რათა იგი სარფიანად გადაეხურდავებინა აშშ დოლარზე. 22 მარტს მუსტაფაევი თავის ქართველ მეგობართან ერთად აზერბაიჯანში მიდიოდა, რა დროსაც უცნობმა მანქანამ რუსთავთან ახლოს გზიდან გადააგდო, ამის შემდეგ მათზე რამდენიმე ადამიანმა თავდასხმა განახორციელა.
მუსტაფაევს ამ დროს მანქანაში 250 ათასი დოლარი ქონდა. გაქცევის მსვლელობისას მას თავდამსხმელებმა დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენეს. ის ადგილზე გარდაიცვალა. მუსტაფაევის ქართველი მეგობარი, მისივე უსაფრთხოების მიზნით, სამართალდამცველებმა დააკავეს.
შენიშვნა: ფოტო შერჩეულია თემატური კავშირის პრინციპით