
თბილისში ორი ადამიანი დაჭრეს. ინციდენტი გურამიშვილის გამზირზე, სოკარის გაზგასამართ სადგურზე მოხდა.
რამდენიმე პირმა ობიექტის მენეჯერი და ერთ ერთი თანამშრომელი დაჭრა,–ინფორმაციას რუსთავი2 ავრცელებს.
გაზგასამართი სადგურის ოპერატორს ჭრილობა ფეხის არეში აქვს მიყენებული. მომხდარის სხვა დეტალები ამ დრომდე უცნობია.
დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.