-
2015-03-19 23:58
როგორც "პრესტუპნაია როსია" იტყობინება, 37 წლის ასაკში ათენში გარდაიცვალა მამუკა ჯანიაშვილი, იგივე "კანონიერი ქურდი" "ჭიჭყინა". მას გული გაუჩერდა და ექიმებმა ვერაფერი უშველეს.
"ჭიჭყინას" ნათლია ვაჟა ტბილისსკია, რომელსაც ბოლო დროს აშკარად არ უმართლებს და თავის "აღზრდილ-დაკვალიანებულებს" კარგავს: სულ ცოტა ხნის წინ ჩატარებულ "სხოდკაზე" "ქურდის" უფლებამოსილება შეუჩერეს გიგა ოზურგეტსკის, იგივე გიორგი მოდებაძეს, ხოლო ისლამ ედილგირეევი, "დიდ ისლამად" წოდებული, რომელიც ასევე მის მიმდევარ-მხარდამჭერად ითვლება, სავარაუდოდ, დიდხანს დაჰყოფს ციხეში.