
ზუგდიდში, ჭყონდიდელის ქუჩაზე 62 წლის ვალუტის გადამცვლელი ქალი დააყაჩაღეს, რომელიც შინ მანქანით ბრუნდებოდა.
მას ორი მანქანა აედევნა, რომლებიდანაც ერთმა გზა გადაუკეტა, მანქანებიდან გადმოსულმა რამდენიმე მამაკაცმა საქარე მინა ჩაამსხვრია და გიული მალაზონიას სახეში მხუთავი აირი შეასხა, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა გონება დაკარგა.
ამის შემდეგ თავდამსხმელებმა ჩანთა გაიტაცეს, თავიანთი ავტომანქანა მოშორებით მიატოვეს და მიიმალნენ. მალაზონია ამ დრომდე საავადმყოფოში იმყოფება. მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, მიმდინარეობს გამოძიება.