-
2015-03-15 14:35
რუსი ოპოზიციონერის ბორის ნემცოვის მკვლელობაში ბრალდებული, ზაურ დადაევი აცხადებს, რომ მას რუსი სამართალდამცავები სასურველი ჩვენების მისაღებად სამი დღის განმავლობაში აწამებდნენ.
Новая Газета-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ ზაურ დადევს ამ სკანდალური განცხადების მიუხედავად მოკვლევა არ დაწყებულა.
,,ზაურ დადაევი აცხადებს, რომ უცნობი პირები მას სამი დღე-ღამის განმავლობაში სარდაფში აწამებდნენ. ის ხელბორკილებით იყო მიბმუბლი თუჯის მილებზე, პერიოდულად გამოიყენებდნენ ელექტრო შოკს. მას თავზე წამოაცვეს ტომარა, რათა არ დაენახა ადამიანები რომლებიც მისი წამებით იყვნენ დაკავებულები. დადაევის ამ განცხადების მიუხედავად ციხის თანამშრომლებმა პატიმრის წამების შესახებ სამართლებრივი პროცედურები არ დაიწყეს,"- წერს ,,Новая Газета“.