-
2015-03-12 09:58
"თავისუფალი ზონის" წევრები საპატრულო პოლიციის მიერ მათი დაკავების ფაქტს იხსენებენ. "თავისუფალი ზონის" წევრები ღამით დააკავეს, როცა ქალაქში, კედლებზე წარწერებს აკეთებდნენ ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით.
ფარნაოზ ჭკადუა წერს, რომ მათი დაკავებამდე ოპერატიული სამსახურის მანქანები დაჰყვებოდნენ, მოგვიანებით კი მაღალჩინოსნის მანქანაც მოვიდა. ჭკადუამ მეგობრების დაკავების მომენტი მობილურით გადაიღო, რის შემდეგ ისიც დააკავეს, თუმცა, სამ საათში გაათავისუფლეს. შემთხვევა გვიან ღამით, დაახლოებით 02:00-ზე მოხდა.