
ქუჩაში, კედლებზე გაკეთებული წარწერებისთვის: "გადადგეს უნიათო მთავრობა"; "ბიძინა, წადი! მიშა, ჩამოდი!"; "21 მარტი" - "თავისუფალი ზონის" რამდენიმე წევრი საპატრულო პოლიციამ დააკავა. ინფორმაცია "თავისუფალი ზონის" ვებგვერდზე ვრცელდება.
გამოცემის ინფორმაციით, დაკავებული არიან ფარნაოზ ჭკადუა, ზურა ბერიაშვილი და თორნიკე დარბაისელი. ჯერჯერობით არაა გარკვეული, პოლიციის რომელ განყოფილებაში გადაიყვანეს ისინი.