
353-ე მუხლით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე გუშინ თბილისში დაკავებული მელორ ვაჩნაძის წინააღმდეგ. ეს მუხლი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.
მელორ ვაჩნაძე, დაკავების მომენტში, სავარაუდოდ, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, მან პოლიციელებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.