-
2015-03-02 23:58
"მაესტროს ცხრიანში" გაზეთ "ქრონიკა+"-ის მთავარმა რედაქტორმა ელისო კილაძემ იმ სკანდალური ჩანაწერის შესახებ ისაუბრა, რომელიც, მისი თქმით, ბევრ კითხვებს აჩენს სერგო თეთრაძის საქმეში.
ელისო კილაძის თქმით, საუბარი სამხედრო პოლიციის მაღალჩინოსანსა და პატიმარს შორის გაიმართა. პატიმარი ვინმე გიორგია, ხოლო მაღალჩინოსანი საკუთარ ვინაობას ასახელებს. ჩანაწერის მიხედვით ირკვევა, რომ ბორის ფარულავა, იგივე "ბასტი" თავად მონაწილეობდა სერგო თეთრაძის წამებაში. ჩანაწერი 2012 წლის ნოემბერშია გაკეთებული.
კილაძე ამბობს, რომ მან არ იცის, ვინ არის "მინისტრი ირაკლი", რომლის სახელითაც პატიმარს მაღალჩინოსანი ესაუბრება. შესაძლოა, ეს იყოს ან ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც მაშინ შს მინისტრი იყო, ან ირაკლი ალასანია, რომელიც თავდაცვის მინისტრის თანამდებობას იკავებდა.