
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, წყალტუბოში ტაბიძის ქუჩაზე „გოლფის“ მარკის ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა და სრულად დაიწვა.
არსებული ინფორმაციით, ხანძრის მომენტში მანქანაში არავინ იმყოფებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი სოფელ გვიშტიბის მოძღვარს ეკუთვნის.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დროისთვის უცნობია.