
"ბიზნესკურიერში" აკაკი გოგიჩაიშვილმა "60 წუთის" სიუჟეტი გაიხსენა, სადაც აღწერილია, როგორი განუკითხაობა სუფევდა სასამართლოში 2003 წელს.
აკაკი გოგიჩაიშვილი: "მთავარი მიზეზი, რის გამოც მთავრობა ბიზნესის დაყაჩაღებას ახერხებდა წინა წლებში, უსამართლო და მორჩილი სასამართლო იყოო, აცხადებს ხელისუფლება, თუმცა სწორედ ისეთებს აბრუნებს სასამართლოს სათავეში, რომელთა ხელმძღვანელობითაც შევარდნაძის პერიოდში ეს სისტემა მორჩილიც, იყო, უსამართლოც, კორუმპირებულიც და არაკომპეტენტურიც".