
როგორც გაზეთი „პრაიმტაიმი“ კულუარულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, ჯოკია ბოდოკიამ ციხიდან გამოყვანა მოითხოვა.
მერიის მაღალჩინოსანი დიდი ოდენობით ქრთამის აღებაზეა დაკავებული და ჯერჯერობით დუმილის უფლებას ინარჩუნებს.
თუმცა, როგორც „პრაიმ-ტაიმი“ წერს, ბოდოკიამ „საჭირო პირებს“ შეუთვალა, თუ არ გინდათ სიმართლე ვთქვა და ხმაურიანი გვარები დავასახელო, აქედან გამიყვანეთო.
თავის მხრივ, მერიის მაღალჩინოსნები კორუფციულ გარიგებას გაემიჯნენ და განაცხადეს, რომ მზად არიან გამძიებასთან ითანამშრომლონ.