
სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ვალერიან ფოცხვერიას განცხადებით, საჯავახოსთან მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი ქალი, 84 წლის ციალა ჯანაშიაა.
როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრები ამბობენ, ქალს მთელი დღის განმავლობაში ეძებდნენ, მაგრამ ვერ მიაგნეს.
შემდეგ კი გაიგეს, რომ მას მატარებელი დაეჯახა.
თვითმხილველთა თქმით, ქალი მატარებელს თვითონ შუვარდა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლით არის აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.