
ზურაბ ჟვანიას დაცვის წევრის, მიხეილ ძაძამიას ადვოკატი გელა ქენქაძე გოგლა ჟვანიას ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.
მისი თქმით, გოგლა ჟვანია აცხადებდა, რომ მკვლელობიდან მეორე დღეს ის ძაძამიას შეხვდა და მასთან ერთად ის მარკეტი მოინახულა, რომელშიც დაცვის წევრებმა შემთხვევის ადგილას აღმოჩენილი პროდუქტები იყიდეს.
„მსგავსი შეხვედრა მას არ ჰქონია.
ეს არის მისი მოგონილი და ფანტაზიის ნაყოფი.
ერთადერთი შეხვედრა მას ქონდა ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, სადაც გოგლა ჟვანიამ დაუძახა და სთხოვა, რომ ეთქვა მისთვის, თუ როგორ გარდაიცვალა მისი ძმა.
ძაძამიამ მას უთხრა სიმართლე და, როგორც აღმოჩნდა, ეს საუბარი გოგლა ჟვანიამ ფარულად ჩაიწერა,“ - აცხადებს ადვოკატი.