
ორი წლის შემდეგ, ბარბარე რაფალიანცის საქმის გამოძიება თავიდან დაიწყება. ამ დრომდე გაუხსნელი საქმე გამომძიებელთა ახალ ჯგუფს გადაეცა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ თემაზე კომენტარს არ აკეთბენ და, შესაბამისად, უცნობია, რას უკავშირდება ეს ცვლილება. თუმცა, ოჯახი უკვე შეხვდა ახალ გამომძიებლებს და საქმის გახსნის პირობაც მიიღო.
ოჯახის ადვოკატის განცხადებით, საქმეში ექსპერტიზის შედეგები და მტკიცებულებების ნაწილი არ არის. თუმცა, ამ განცხადებას არ ეთანხმება გურჯაანის პოლიციის ყოფილი უფროსი, რომელიც ამტკიცებს, რომ ჩვილის გარდაცვალების საქმეზე ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება ჩატარებული იყო.
ახალი ჯგუფი კი, სავარაუდოდ, ყველაფერს ახლიდან იწყებს, მათ შორის მკიცებულებების შეგროვებასაც.