
8 თებერვალს, პრემიერის საცხოვრებელ კორპუსში, მოსაშვილის 12 ნომერში, ირაკლი ღარიბაშვილის მეზობლად მცხოვრები პიროვნება კ. (ვინაობას არ სახელდება) აივნიდან მეზობელ კორპუსში მეგობარს ეძახდა, რის გამოც კორპუსთან მდგომმა დაცვამ შენიშვნა მისცა.
შენიშვნას კ-ს მხრიდან გინება მოყვა.
დაცვის სამსახურმა გინებაზე საპატრულო პოლიცია გამოიძახა, რომელიც მისვლისთანავე მოქალაქის ბინაში ავიდა.
გავრცელებული ინფორმაციით, პატრულსა და კ-ს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც პიროვნება დააკავეს.
„პირველმა რადიომ“ აღნიშნული ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახურთან გადაამოწმა, სადაც დაადასტურეს, რომ მოსაშვილის 12-ში მამაკაცი ადმინისტრაციულ სამართალდართღვევათა კოდექსის 166 და 173-ე მუხლებით მართლაც დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, კ. სასამართლომ გუშინვე, 250 ლარიანი ჯარიმით გაათავისუფლა.