-
2015-02-09 15:50
არასამთავრობო ორგანიზაცია „ადვოკატთა კლუბის“ შეთავაზებაზე, უფასოდ დაეცვა ბრალდებულ გიორგი სოსანაშვილის ინტერესები, ბრალდებულმა უარი განაცხადა და თქვა, რომ ერთი ადვოკატი სავსებით აკმაყოფილებს.
ეს ინფორმაცია „აფხაზეთის ხმას“ „ადვოკატთა კლუბის“ დირექტორმა ეკა დემეტრაშვილმა დაუდასტურა. მისი თქმით, ორგანიზაციის სახელით ბრალდებულს საადვოკატო მომსახურება იასონ ბესელიამ შესთავაზა, თუმცა, მისგან უარი მიიღო.
„ადვოკატთა კლუბმა“ ბრალდებულის ინტერესების დაცვა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მედიით გაჟღერდა ინფორმაცია, რომ ოჯახს ადვოკატის აყვანის საშუალება არა აქვს და ბრალდებულის ინტერესებს სახაზინო ადვოკატი იცავს.
გიორგი სოსანაშვილის ადვოკატი სოსო ჯოგლიძეა. ჯოგლიძე ყოფილი პროკურორია და ის ადვოკატის სტატუსით დაესწრო გიორგი სოსანაშვილის პირველივე დაკითხვას.
შეგახსენებთ, დაკავებულ გიორგი სოასანაშვილს პროკურატურა იური ვაზაგაშვილის მკვლელობას ედავება. სოსანაშვილი, რომელიც პოლიციაში მუშაობდა, 7 თებერვალს დააკავეს.