-
2015-02-09 09:26
იური ვაზაგაშვილის მკვლელობისთვის დაკავებულ პოლიციელის ადვოკატი სოსო ჯოგლიძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს არ აღიარებს.
გიორგი სოსანაშვილს დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისთვის ბრალი უკვე წარუდგინეს.
ადვოკატი არ ენდობა პროკურატურის განცხადებას სოფელ ყარაფილაში აფეთქების ადგილას დნმ-ს აღმოჩენის თაობაზე და ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს.
„წარუდგინეს ბრალი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, რა თქმა უნდა არ უცვნია თავი დამნაშავედ.
იმ დღისათვის როდესაც მოხდა დანაშაული, ის არ იმყოფებოდა გავლითაც კი აღნიშნულ ტერიტორტიაზე. ის იმყოფებოდა კასპში.
ის ფირცხალავას კი არა, რამდენიმე სხვა პოლიციელსაც დაუკავშირდა, მაგრამ იქიდან რამდენიმემ არ უპასუხა.
ალტერნატიული ექსპერტიზა ერთ-ერთი საშუალებაა, რომ გავაბათილოთ ის ბრალდება, რაც დღეს სახელმწიფო ბრალდებას გააჩნია," - განაცხადა ადვოკატმა.