
gnnews.ge ექსკლუზიურად აქვეყნებს სტატიას, რომელიც 2013 წელს ლოტკინზე მომხდარ ტრაგედიას ეხება, როდესაც მამაკაცი გარდაიცვალა. გარდაცვილის მეუღლის წერილის მიხედვით, შესაძლოა, მამაკაცი ჯერ მოკლეს და შემდეგ თვითმკვლელობის სცენარი დადგეს.
2013 წლის 3 აგვისტოს ლოტკინზე გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი იპოვეს ნიაზ გარმელია. საქმე თვითმკვლელობის მუხლით აღიძრა. საქმეს ლოტკინის პოლიცია და გამომძიებელი ზაქრო კაპანაძე იძიებდა, საქმის პროკურორი კი ირაკლი ჩაჩანიძე იყო. ოჯახისთვის მხოლოდ ცხრა თვის შემდეგ გახდა ცნობილი იმ ფაქტის შესახებ, რომ დანაშაულის ადგილზე აღმოჩენილი იყო სისხლის გუბეები.
ოჯახის მიერ დასმულ კითხვაზე, თუ თავი ჩამოიხრჩო საიდან აღმოჩნდა სისხლის გუბე გამომძიებელს და პროკურორს პასუხი არ ჰქონდათ. აქედან გამომდინარე გარდაცვლილის მეუღლე მაია მაისურაძე ეჭვობს, რომ მისი მეუღლე მოკლეს და კვალის დასაფარდად ჩამოკიდეს ხეზე, თითქოს თავი ჩამოიხრჩო. ქალბატონმა მაია მაისურაძემ ჩვენთან გამოგზავნა წერილი და გვთხოვა შევხვედროდით და უფრო ღიად გვესაუბრა მომხდართნა დაკავშრებით
„მე ვარ გარდაცვლილი ნიაზ გამრელიას მეუღლე. მე დარწმუნებული ვარ რომ ნიაზი არის მოკლული, ამ ეჭვს კი ის გარემოება მაძლევს, რომ გარდაცვალებიდან მხოლოდ 9 თვის შემდეგ გვანახეს ის ფოტოები, სადაც ჩანს ჩემი მეუღლე და 10-15 მეტრის დაშორებით სისხლის გუბეები, თუ ჩემმა მეუღლემ თავი ჩამოიხრჩო, სისხლი საიდან გაჩნდა?
ეჭვს ის გარემოებაც მიმყარებს, რომ როცა მისი ტანსაცმელი გვაჩვენეს, მის პერანგზე აღმოჩნდა ადამიანის თითის ნაკვალევი. საქმემ შეიცვალა ორი გამომძიებელი, სადაც შემთხვევა მოხდა იქ არის სოკარის ბენზინგასამართი სადგური.
ჩვენ ვითხოვდით სათვალთვალო კამერებიდან კადრების ამოღებას, თუმცა გამომძიებელმა ვერ მოახერხა მოეპოვებინა კადრები- ასე გვითხრეს ჩვენ. ასევე 11 თვის შემდეგ ამოიღეს გარდაცვლილის მობილურზე გასული და შემოსული ზარების დეტალური სია. სისხლის გუუბეებში იყო ქაღალდები ჩაყრილი, ალბათ სისხლი რომ დამშრალიყო. შემთხვევის ადგილზე ასევ იყო რამდენიმე ჭიქა, კოკა-კოლა და ალკოჰოლური სასმელი, აქედან მხოლოდ კოკა-კოლის ბოთლზე აღმოჩნდა ჩემი მეუღლის ანაბეჭდი, ეს ყველაფერი კი ურთიერთგამომრიცხავია.
მე ვფიქრობ, რომ გამოძიება ვიღაცას აფარებს ხელს. მე ვითხოვ მოხდეს საქმის გამოძიება, ეს საქმე გადაეცეს პირველ გამომძიებელს ან კომპეტენტურ პირებს, ოღონდ არა ლოტკინის პოლიციას. უმორჩილეასდ გთხოვთ ყველას დაიკითხონ ის ადამიანები, ვისაც რაიმე შეხება აქვს საქმესთან.“
ეს არის ამონარიდი წერილიდან. წერილის წაკითხვის შემდეგ ჩვენ დავუკავშირდით ქალბატონ მაიას, შევთნახმდით შეხვედრაზე და ჩავწერეთ ინტერვიუ. ინტერვიუს დროს კიდევ ბევრი სიანტერესო დეტალი გახდა ცნობილი ჩვენთვის, როგორც გარდაცვლილის მეუღლე მაია მაისურაძე ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, პროზექტურიდან გვამი უცხო ადამიანებმა მოასვენეს, სახლში მოსვენების დროს კი უეცრად დენი წავიდა და მიცვალებული ძალიან სწრაფი ტემპით ამ უცხო ადამიანებმა ფანრის შუქზე ჩაასვენეს მაცივარში და ოჯახს დაუბარეს, რომ მიცვალებულისთვის არ გადაეხადათ”.