-
2015-02-06 23:50
23 იანვარს ლიკანში ბოროტმოქმედის მიერ დაჭრილი ორი პოლიციელიდან ერთი, გიორგი ბერუაშვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
მკვლელობაში ეჭვმიტანილი, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი შალვა აბულაძე იძებნება.
შეგახსენებთ, რომ უბნის ინსპექტორ-გამომძიებლები გიორგი ბერუაშვილი და გიორგი მახარაშვილი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფეხით პატრულირებას ახორციელებდნენ.
ამ დროს წარსულში მრავალჯერ ნასამართლევმა, ბორჯომში მცხოვრებმა შალვა აბულაძემ, დანახვისთანავე შემხვედრ პოლიციელებს ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.