
თბილისში, კლდიაშვილის ქუჩაზე მძარცველებმა 43 წლის ქალი საკუთარ სახლში გაგუდეს, ბინიდან კი ფული და ოქროს სამკაულები წაიღეს.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ვაგზლის ბაზრობაზე ბანანით ვაჭრობდა.
„არავის არაფერს უშავდება, პურის ფულს აკეთებდა ქალი.
სახლში შეეჭრნენ მძინარეს, მოგუდეს. ეს ამბავი აუცილებლად უნდა გაირკვეს.
ჩვენ ვითხოვთ გამოძიებას, დამნაშავე უნდა დაისაჯოს, თუ არადა ჩვენ ყველა ფეხზე დავდგებით და გზას გადავკეტავთ,“ - განაცხადეს ვაგზლის ბაზრობაზე მოვაჭრეებმა, რომლებიც გარდაცვლილს კარგად იცნობდნენ.
http://rustavi2.com/