-
2015-02-04 13:32
გადაცემა „არჩევანის“ სტუმარმა ლევან გაბუნიამ 2003 წელს მომხდარ მკვლელობაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ზურა ვაზაგაშვილმა ჯერ მისი შვილის მეგობარი, ბექა პაპუაშვილი მოკლა, ხოლო შემდეგ მისი შვილი, გიორგი გაბუნია როგორც მკვლელობის მოწმე, მოიშორა თავიდან.
„ჩემი სათქმელი არის ერთადერთი – ბექა პაპუაშვილი იყო 21 წლის, ჩემი შვილი იყო 21 წლის, როდესაც ისინი მოკლეს.
ჩვენი შვილები რას შეეწირა?! რეზონანსულ საქმეებად ჩვენი მთავრობა ამას არ თვლის, რადგან ეს იყო კრიმინალების მიერ მოკლული ადამიანები და ისინი, რომლებიც კრიმინალები იყვნენ და სპეცოპერაციას შეეწირნენ, არიან გმირები?!
მე თბილესელებს მივმართავ, ვინც იცის, თუ ვინ იყვნენ მამა-შვილი ვაზაგაშვილები.
საზოგადოებამ კარგად იცის, ვინ იყო ზურა ვაზაგაშვილი და იური ვაზაგაშვილი. ისინი იყვნენ კრიმინალები.
ზურა ვაზაგაშვილი იყო მკვლელი, მარტო ბექა პაპუაშვილზე და ჩემს შვილზე არ ვსაუბრობ, ზურა ვაზაგაშვილი მანამდეც კრიმინალი იყო და მის საქმეებს მოჰყვა მერე მკვლელობები.
ყაჩაღი და ბანდიტი იყო. ქურდი იყო და კრიმინალი იყო. უბანში ყველამ იცოდა, რომ კრიმინალი იყო.
ყველამ კარგად იცის, იური ვაზაგაშვილი რას საქმიანობდა „ჯაზუში“, ყველა თბილისელმა იცის”, – აღნიშნა ლევან გაბუნიამ.
მისივე თქმით, იური ვაზაგაშვილმა მაშინ შვილის ციხიდან დახსნისთვის ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოს 70 ათასი დოლარი გადაუხადა.