
მოსკოვში ჰეროინის შენახვის ბრალდებით დაკავებული ცნობილი ქართველი, 62 წლის ე.წ. კანონიერი ქურდი რობინზონ არაბული მოსკოვის ნიკულინის რაიონის სასამართლომ ჯარიმის დაკისრების შემდეგ გაათავისუფლა.
რუსული პრესა მოსამართლის კორუმპირებულობაზე აკეთებს მინიშნებას და აღნიშნავს, რომ სწორედ ამ მოსამართლეს - ანდრეი ბობკოვს ეძლევა ყველაზე ხშირად კრიმინალური ავტორიტეტების საქმეების გარჩევის "პატივი", რაც ძალიან იშვიათად მთავრდება მკაცრი განაჩენით.
"პრაიმ კრაიმის" ცნობით, რობინზონ არაბულს წინასწარი პატიმრობა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში კი არ გაუტარებია, არამედ მას შინაპატიმრობა შეეფარდა და, ე.წ. ქურდული კანონების დარღვევით, სასამართლოზე თავისი ფეხით მივიდა. გამოცემა წერს, რომ სასჯელის ესოდენ ლმობიერი ფორმა - 40 ათასი რუბლის გადახდა არაბულისთვის მისმა მეგობარმა "ჯემომ" "გაიჩალიჩა".