
რუსთავში, ლერმონტოვის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსთან 25 წლის ახალგაზრდა მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
თვითმხილველთა თქმით, ახალგაზრდამ გაშორებულ მეუღლეს სახლში მიაკითხა.
მას თან გადაჭრილი სანადირო თოფი ჰქონდა, რომლითაც ყოფილი მეუღლისა და სიდედრის თვალწინ სადარბაზოს შესასვლელთან თავი მოიკლა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის აღიძრული.