
კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილ რწმუნებულის ემზრ კვიციანის ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, პროკურატურამ ემზარ კვიციანთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა.
კობაიძის განმარტებით, საპროცესო შეთანხმებით დაცვის მხარე არა ბრალს, არამედ მოხდილ სასჯელს, 11 თვეს აღიარებს.
"საპროცესო შეთანხმებაზე ფაქტობრივად ხელი მოწერილია. დაცვის მხარე ვთანხმდებით სასჯელზე და არა ბრალდებაზე, ამიტომ პროკურატურა ამაზე წამოვიდა, რომ საპროცესო შეთანხმებით ემზარ კვიციანს 28 იანვარს სააპელაციო სასამართლო გაათავისუფლებს“,-აცხადებს კობაიძე.
ადვოკატის თქმით, საპროცესო კოდექსის თანახმად საპროცესო შეთანხმება შეიძლება, როგორც ბრალდების, ასევე სასჯელის ნაწილზეც დაიდოს.
„ამ შემთხვევაში რახან ჩვენ ბრალს არ ვაღიარებთ, პროკურატურა მოდის იმაზე, რომ სასჯელზე მოხდეს საპროცესო შეთანხმება", - განაცხადა კობაიძემ.
კოდორის ხეობის ყოფილი რწმუნებულს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სახელმწიფოს წინააღმდეგ ამბოხის მოწყობასა და უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების შექმნის გამო 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
შეგახსენებთ, რომ ემზარ კვიციანის გათავისუფლება ჟურნალისტმა ნინო ჯღარკავამაც დაანონსა. მისი თქმით, კვიციანი გათავისუფლდება, ხოლო მოსამართლე, რომელმაც მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, "უმუშევართა რიგებს შეუერთდა":