-
2015-01-18 12:15
პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით დაკავებულია 1994 წელს დაბადებული, ჩინეთის მოქალაქე ჩან შუენი ჩ., რომელმაც ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირის N33-ში ე.წ. ჩინური მასაჟის სალონი გახსნა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ იგი ჩინეთიდან ჩამოსულ ქალბატონებს, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, ფართს პროსტიტუციისთვის გადასცემდა.
ე.წ. ჩინური მასაჟის სალონის ჩხრეკისას ამოღებულია პროსტიტუციის შედეგად მიღებული 2895 ლარი.
სამართალდამცველებმა სალონში მომუშავე პერსონალი მოწმის სახით დაკითხეს. ოთხი ქალბატონი პროსტიტუციისთვის დაჯარიმდა.
გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლით).