
გუშინ საღამოს ხერხით შეიარაღებული მამაკაცი აღმაშენებლის გამზირზე, იოლის სუპერმარკეტში შეიჭრა.
დაახლოებით 45 წლის შეზარხოშებულმა პირმა ჯერ ძეხვის დაჭრა მოითხოვა, შემდეგ კი მაღაზიის თანამშრომლებს ხერხით დაემუქრა.
მამაკაცი სამართალდამცველებმა წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს.