„როგორც არის დაშლილი ჩემი ბავშვის თავი, ისე დაეშალოთ ჩემი შვილის მკვლელებს თავები“

Image

კორტებთან ჩაცხრილული ზურაბ ვაზაგაშვილის მამა, იური ვაზაგაშვილი აცხადებს, რომ მას აქვს მის შვილზე განხორციელებული სპეცოპერაციის 40-წუთიანი ფირი, რომელიც კვინიკაძემ, გამომძიებელმა და ამ სპეცოპერაციის მონაწილემ გამოიტანეს.

 

„თავად კვინიკაძე ამჟამად გაქცეულია საფრანგეთში, სადაც ოჯახით თავშესაფარი ითხოვა.

 

ეს კადრები გამოიყენეს ადვოკატებმა და ნახეს, რომ მარცხენა მხრიდან ზურა საკონტროლო გასროლით მოკლეს.

 

ჩვენ ახალი თვითმხილველებიც გვყავს, მაგრამ პროკურატურას არ ვაჩვენებთ მათ. ველოდებით, საით წაიყვანს პროკურატურა გამოძიებას, თუ სწორად წაიყვანს გამოძიებას, ამ თვითმხილველებს მაშინ გამოვაჩენთ“, - აცხადებს იური ვაზაგაშვილი და დასძენს, რომ ახალმა ხელისუფლებამ მას იმედები გაუცრუა.

 

„როგორ არ ვიქნები უკმაყოფილო დღევანდელი ხელისუფლების? გაჩვენებთ კადრებს, როგორ არის დაშლილი ჩემი ბავშვის თავი, ისე დაეშალოთ ჩემი შვილის მკვლელებს თავები და ჩემს დღეში ჩავარდნენ ეგენიც და მაგათი მფარველებიც.

 

ესაა კაცის წყევლა, იქამდე გადამიყვანეს ჭკუიდან და წარმოიდგინეთ, ეს ვინც გააკეთა, დღეს თანამდებობებზე მუშაობენ.

 

ავიღოთ სამინისტროში კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მირზოევი, ქალაქის სამმართველოს უფროსი დალაქიშვილი ვითომ გაუშვეს, მაგრამ კადრების განყოფილებაშია, ამათ პირველებმა დაიწყეს სროლა.

 

ანდა ავიღოთ ნიკა სამარღანაშვილი, ჩემი შვილის მკვლელობის თანამონაწილე, გიორგი ბჟალავა და რაზმაძე, რომლებიც ამჟამადაც მუშაობენ, ანტიტერორისტული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე შოთა ჭანკვეტაძე, მკვლელი, დღესაც რომ მუშაობს.

 

ლაშა ქურხული და გიორგი კაჭარავა, დღესაც მუშაობენ, უამრავი სხვა გარეწარი, რომლებიც დღეს მუშაობენ და მითხარით, როგორ დავიჯერო, რომ პროკურატურა რამეს აკეთებს?“, - აცხადებს ვაზაგაშვილი.

 

მისი თქმით, უნდოდა, ეს კადრები მოსახლეობას და ხელისუფლებას ენახა, რომლებიც დაბრმავდნენ და დაყრუვდნენ, რომ გაეგოთ, რა დღეშია.

 

"ამათ ფეხებზე ჰკიდიათ, მოგვატყუეს და პირად ინტერესზე არიან გადართულები. რომელ ხელისუფლებაზე ლაპარაკობთ, ბატონო ჩემო? ჩახუტებულები რომ არიან „ნაცებს“? იმ „ნაცებს“, რომლების ბიზნესებსაც არავინ შეხებია?

 

ბიუჯეტი საკუთარ ჯიბედ რომ ჰქონდათ გადაქცეული და ერთი თეთრიც არ მოატანინეს უკან? 7 ნოემბერი, 26 მაისი, ამდენი მკვლელობა, ამდენი ქონებაწართმეული, ამდენი პოლიტპატიმარი, ამდენი უკანონო პატიმარი და ერთი მოსამართლე და პროკურორი მანახეთ დასჯილი, ხალხოო!..

 

ერთი საქმე მაჩვენეთ ბოლომდე მიყვანილი. ერთადერთი გამოსავალია, ისევ ჩვენ დავდგეთ ერთად და შევანჯღრიოთ ესენი! მაგრამ „ნაცების“ დროს ვიცოდით, მტერი ვინ იყო, ესენი კი, ამ სიტყვებზე პასუხს ვაგებ, „გადამგდებები“ გამოდგნენ! ხალხი და ამომრჩეველი „გადაგვაგდეს“! იმ საშინელებებს ვინც სჩადიოდა, სააკაშვილს რომ ახალ წელს მიულოცავ, ესაა სამართალი? კარგი, ხალხო, რაა! უკვე მაჟრიალებს“, - აცხადებს ვაზაგაშვილი.  

„ალია“

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !