შსს-ს თანამშრომლები სამსახურიდან ნარკოტიკების მოხმარებისთვის გაათვისუფლეს

Image

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყების დაქვემდებარებაში მყოფი ექვსი თანამშრომელი ნარკოტიკული ნივთიერებების უკანონოდ მოხმარების ფაქტზე სამსახურიდან დაითხოვეს.

 

2014 წლის 27 დეკემბერს, შსს-ს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა  კასპის რაიონის სოფელ მეტეხში მცხოვრები, შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის რკინიგზის ობიექტების დაცვის სამმართველოს დაქვემდებარებული დანაყოფების აღმოსავლეთ საქართველოს დაცვის სამსახურის მცხეთის დაცვის განყოფილების ინსპექტორი ზ.ბ. დააკავეს.

 

იგი საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ნარკოლოგიური შემოწმების განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. აღნიშნულის საფუძველზე, 2014 წლის 29 დეკემბერს, სასამართლომ ზ.ბ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის შესაბამისად 500 ლარით დააჯარიმა.

 

შსს-ს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, 2015 წლის 3 იანვარს, თბილისში მცხოვრები, შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დაცვის ორგანიზაციის მეორე განყოფილების დაცვის ინსპექტორი ნ.რ. დააკავეს. ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად მას ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. 2015 წლის 5 იანვარს, სასამართლომ ნ.რ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის შესაბამისად 500 ლარით დააჯარიმა.

 

შსს-ს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, 2015 წლის 3 იანვარს, თბილისში მცხოვრები, შსს-ს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უბნის ინსპექტორების სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ბ.ჩ. დააკავეს.

 

საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ნარკოლოგიური შემოწმების განყოფილებაში გადაყვანის შემდეგ მას ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. 2015 წლის 5 იანვარს სასამართლომ ბ.ჩ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის შესაბამისად 500 ლარით დააჯარიმა.

 

შსს-ს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, 2015 წლის 3 იანვარს ზესტაფონში მცხოვრები, შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის რკინიგზის ობიექტების დაცვის სამმართველოს დაქვემდებარებული დანაყოფების დასავლეთ საქართველოს დაცვის სამსახურის ზესტაფონის დაცვის განყოფილების ინსპექტორი ვ.ჭ. დააკავეს.

 

იგი საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ნარკოლოგიური შემოწმების განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. 2015 წლის 5 იანვარს დეკემბერს სასამართლომ ვ.ჭ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის შესაბამისად 500 ლარით დააჯარიმა.

 

შსს-ს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, 2015 წლის 4 იანვარს, ზუგდიდში მცხოვრები, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მეორე სამმართველოს სწრაფი რეაგირების მოიერიშე მეორე ასეულის მეორე ოცეულის მებრძოლი გ.ლ. დააკავეს. ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად მას ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. 2015 წლის 5 იანვარს სასამართლომ გ.ლ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის შესაბამისად 500 ლარით დააჯარიმა.

 

შსს-ს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, 2015 წლის 4 იანვარს, ზუგდიდში მცხოვრები, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მეორე სამმართველოს სწრაფი რეაგირების მოიერიშე მეორე ასეულის მეორე ოცეულის მებრძოლი გ.გ. დააკავეს. ის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ნარკოლოგიური შემოწმების განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. 2015 წლის 6 იანვარს სასამართლომ გ.გ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის შესაბამისად 500 ლარით დააჯარიმა.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !