-
2015-01-09 11:11
შსს-ს ცნობით, ჩინეთის მოქალაქეს, 40 წლის პინგაი ი.-ს პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემა ედება ბრალად.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩა N12-ში ფართი იქირავა და ე.წ. ჩინური მასაჟის სალონი გახსნა.
სალონში მომუშავე, ჩინეთის რესპუბლიკის მოქალაქე ქალებს გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ ფართს პროსტიტუციისთვის გადასცემდა.
სამართალდამცველებმა სალონში მომუშავე ქალბატონები მოწმის სახით დაკითხეს.
გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე მიმდინარეობს.