-
2015-01-09 01:58
საპარლამენტო უმცირესობის წევრი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ირმა ნადირაშვილი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ვაზისუბანში 31 წლის მამაკაცი ცემით მოკლეს.
დეპუტატი წერს, რომ ეს კობა აღლემაშვილზე თავდასხმის მეორე შემთხვევაა ბოლო 4 თვის განმავლობაში. მას 4 თვის წინ თავდამსხმელებმა მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს, თუმცა ის სიკვდილს გადაურჩა, ხოლო დღევანდელი თავდასხმა საბედისწერო აღმოჩნდა და ცემის დროს მიღებული დაზიანებების გამო მამაკაცი გარდაიცვალა.
როგორც დეპუტატი წერს, პირველი თავდასხმის საქმე პოლიციამ ვერ გამოიძია. ამ ფაქტთან დაკავშირებით შსს-ს ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2016-10-02 12:07
-
2016-10-02 08:50
-
2016-09-30 10:23
-
2016-09-30 00:02