დიღომში მოკლული ორი ძმის საქმე გახსნილია

Image

დიღმის მასივში მცხოვრები ძმები ატარშიკოვები  მეზობლებმა  საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს.

 

მათი ინფორმაციით, ძმები სასტიკად არიან ნაწამები.

 

თუმცა სასწრაფო დახმარების ექიმებმა ძალადობის ნიშნები ან სხვა რაიმე სახის ჭრილობა გვამების პირველადი დათვალიერებით ვერ აღმოაჩინეს.

 

შესაბამისმა სამსახურმა რამდენიმესაათიანი საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ გარდაცვლილები პროზექტურაში გადაასვენა.

 

მეზობლები ყვებიან, რომ გარდაცვლილების ბინიდან გასულ ღამეს ხმაური ესმოდათ.

 

მკვლელობის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია გარდაცვლილების ნათესავებსაც. თუმცა, მომხდარის დეტალები მათთვისაც უცნობია.

 

 საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ ბინიდან გამოსული გამომძიებლები არ გამორიცხავდნენ, რომ მოხდა უბედური შემთხვევა და ძმების გარდაცვალება შესაძლოა CO-თი მოწამვლამ გამოიწვია.

 

თუმცა გამოძიების ვერსიის ნაკლებად სჯეროდათ გარდაცვლილების მეზობლებს. ისინი მომხდარს ძმების საქმიანობას უკავშირებენ. ცნობილია, რომ ისინი ლიფტების მონტაჟსა და შეკეთებაზე მუშაობდნენ. კომპანიის ოფისი, რომელიც მათ სახლთან ახლოს მდებარეობს, გუშინ ღამე გატეხეს. მომხდარს ერთ-ერთი თანამშრომელი ადასტურებს.

 

კონკრეტული მოკვლევისა და მოწმეების დაკითხვის შემდეგ, საბოლოოდ, საქმე მკვლელობის მუხლით აღიძრა. დღის ბოლოს  შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ მკვლელობაში ბრალდებული ერთი პირი უკვე დაკავებულია.

 

„საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი," - განაცხადეს შსს-ში.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !