-
2014-12-30 13:33
რამდენიმე დღის წინ ბათუმის ღამის კლუბ "ლეგასში" მომხდარი მკვლელობის დეტალები ცნობილია.
„ლეგასში“ პოლიციის თანამშრომელი, 22 წლის თარაშ მუკბანიანი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.
საქმის პროკურორის, რამაზ შავაძის თქმით, ხულიგნობაში ბრალდებულმა მამულაძემ ბარში მყოფ ქალებს მასთან სქესობრივი კავშირის დამყარება მოსთხოვა.
პოლიციის თანამშრომელი თარაშ მუკბანიანი გოგონებს გამოესარჩლა, რის გამოც ხელჩართული ჩხუბი მკვლელობაში გადაიზარდა.
თარაშ მუკბანიანის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია რამაზ დევაძე, შემთხვევის ადგილიდან ნივთმკიცების სახით ამოღებულია მკვლელობის იარაღი და მასრები.
გავრცელებული ინფორმაციით დაკავებული ე.წ. კანონიერი ქურდის, „ლავას-ოღლი ბათუმელის“ მეგობარია.
http://pirveliradio.ge/