
ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება და კომაშია ე.წ. „კანონიერი ქურდი“, 26 წლის გიგა ბურდული, იგივე „გიგა დიდუბსკი“, რომელსაც იტალიაში სნაიპერმა თავში ესროლა.
ამის შესახებ ინფორმაციას „პრაიმკრაიმი“ ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, სნაიპერმა ბურდულს მაშინ ესროლა, როცა ის თავის ოთახში მაგიდასთან იჯდა და კომპიუტერი ჰქონდა ჩართული.
„გიგა დიდუბსკიმ“ „კანონიერი ქურდის“ ტიტული გასულ წელს, საბერძნეთში მიიღო. მასთან ერთად „მოინათლნენ“ „ისლამ დიდი“, „პაატა სამტრედსკი“, „მამუკა ჭიჭყინა“, „ირაკლი კემე“, „ნოდო გლდანსკი“, ზურიკო და აბუ. მათ ნათლულებად ვაჟა ბიგინაშვილს, „გია სამტრედსკის“, „ჩირო გალსკისა“ და „გოჯა ბაკინსკის“ ასახელებენ. ეს უკანასკნელი სტამბულში „ნათლობიდან“ ორ თვეში მხეცურად მოკლეს.
„პრაიმკრაიმის“ ინფორმაციით, „გიგა დიდუბსკი“ ბოლო პერიოდში ნეაპოლში, „ავთო ბოქსიორ“ და კაკო ლანდიასთან ერთად ცხოვრობდა.