-
2014-12-23 23:05
მეუღლის მიერ „ირინეს“ პარკში მოკლული სალომე ჯორბენაძის საქმეზე სასამართლო სხდომები ქუთაისის საქალაქო სასამართლოში იმართება.
გარდაცვლილი გოგონას ოჯახი დამნაშავის უმკაცრესად დასჯას მოითხოვს.
სალომეს დედის, ფატი ჭელიშვილის თქმით, საქმეში ახალი გარემოებები გამოიკვეთა.
კერძოდ, საუბარი ეხება გარდაცვლილის დღიურებს, სადაც სალომე მეუღლესთან დაშორებამდე ფიზიკურ ძალადობაზე წერს, თუმცა ამ ახალი გარემოებების დამატება საქმეში ჯერჯერობით ვერ ხერხდება.
შეგახსენებთ, რომ 22 წლის სალომე ჯორბენაძე ყოფილმა მეუღლემ ზესტაფონში „ირინეს“ სახელობის პარკში დაიბარა და მოკლა.
სამართალდამცავებმა სერგი საცერაძე დანაშაულის ჩადენისთანავე დააკავეს. იგი სამართალდამცავ სტრუქტურაში მუშაობდა. მკვლელობის მოტივად ეჭვიანობა სახელდება.
http://pirveliradio.ge/