-
2014-12-22 10:49
გაზეთ „ქრონიკა+“ - ის მთავარი რედაქტორი მისი შვილის მისამართით დაწყებულ დევნაზე წერს. ელისო კილაძემ განცხადება სოციალურ ქსელში გამთენიისას გაავრცელა.
მისი თქმით, საპატრულო პოლიციამ მისი შვილი ნარკოლოგიურის დატოვების შემდეგ წაიყვანა და მისი ადგილსამყოფელის შესახებ არაფერი იცოდა. სიტუაცია დილისკენ შეიცვალა, როცა ელისო კილაძემ დაწერა, რომ უკვე სახლში არიან და საშიში აღარაფერია.
„დაიწყო დევნის ოპერაცია ჩემი შვილის წინააღმდეგ, 12სთ ყავდათ ნარკოლოგიურში. გამოვიდა. ორმა საპატრულო ეკიპაჟმა გადამიკეტა გზა. შვილი მანქანიდან წამართვეს. არ ვიცი სად წაიყვანეს. ესაა შსს -ს პასუხი წინა ნომერში ლევან იზორიაზე გამოქვეყნებულ მასალაზე“ - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, დილის საათებში ელისო კილაძემ დაწერა, რომ უკვე ყველანი სახლში არიან და საშიში აღარაფერია.