-
2014-12-22 09:01
სამხედრო ნაწილში ცეცხლსასროლი იარაღიდან თავში მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი 20 წლის წვევამდელი ათმეთაურმა იპოვა. განცხადებას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
როგორც განცხადებიდან ირკვევა, 1994 წელს დაბადებული ნიკოლოზ უგულავა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2014 წლის 4 ოქტომბრიდან ირიცხებოდა.
იგი საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მხარდამჭერი ბატალიონის დაცვის ასეულში სავალდებულო სამხედრო სამსახურს იხდიდა.
მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გამოძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველო, მთავარი პროკურატურის ზედამხედველობით, აწარმოებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ წვევამდელის დაკრძალვის ხარჯებს სამინისტრო სრულად აანაზღაურებს.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2017-01-16 19:16
-
2016-11-07 15:15
-
2016-11-07 13:00
-
2016-09-21 14:26