-
2014-12-18 22:04
"ნაციონალური მოძრაობის" მარტვილის რაიონული ორგანიზაციის "ფეისბუქის" გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, 2 დღის წინ მარტვილში ჩატარებული რეიდის დროს, სამართალდამცავებმა მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეხაინდრაოს გამგებლის წარმომადგენელი რევაზ ცანავა დააკავეს.
რამაზ ცანავა ნარკოლოგიურში გადაიყვანეს, სადაც მას დაუდგინდა ნარკოტიკული ნივთიერების, მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ ყოფნა.
ინფორმაციაში ნათქვამია, რომ მიუხედავად იმისა, რომ საჯარო სამსახურში დანიშვნის დროს პირი ვალდებულია წარადგინოს ცნობა ნარკოლოგიურიდან, ცანავას ეს ცნობა არ წარუდგენია, თუმცა გამგებელმა ის მაინც დანიშნა თავის წარმომადგენლად.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2016-10-02 12:07
-
2016-10-02 08:50
-
2016-09-30 10:23
-
2016-09-30 00:02