თემქაზე, ე.წ. კათედების დასახლებაში, 50 წლამდე ქალი საკუთარი სახლის აბაზანაში მოკლული იპოვნეს. ინფორმაციას "რუსთავი-2" ავრცელებს.
როგორც მეზობლები ჰყვებიან, გარდაცვლილი თავის შვილთან ერთად ცხოვრობდა და 2 დღის განმავლობაში დაკარგული იყო. აბაზანაში მოკლული ქალი შვილის მეგობრებმა იპოვნეს და სამართლადამცავებს შეატყობინეს. მეზობლების თქმით, რამდენიმე დღეა, არ ჩანს არც მოკლულის შვილი. ქალს მრავლობითი ჭრილობები დანით აქვს მიყენებული.