
ხუდადოვის ქუჩაზე, მეხუთე საჯარო სკოლის შენობის წინ, გზაზე, ჯერაც არის სისხლის კვალი - ის შუახნის მამაკაცს ეკუთვნის, რომელიც არასრულწლოვანმა გოგომ ცივი იარაღით მოკლა.
მკვლელობა აუცილებელი თავდაცვისა და მოგერიების ფარგლებში მოხდა: საქმეში არსებული მასალებით, მამაკაცი გოგონას თავს დაესხა და მის გაუპატიურებას აპირებდა.
მას შემდეგ, რაც გოგონამ მოძალადისგან თავის დახსნა და გაქცევა შეძლო, დაჭრილი მამაკაცი ქუჩაში გავიდა და ტაქსი გააჩერა, მაგრამ ჩაჯდომა ვერ მოასწრო - ის ადგილზე გარდაიცვალა.
როცა მამაკაცი კარებთან ჩაიკეცა, ტაქსის მძღოლმა სასწრაფო დახმარება გამოიძახა, თუმცა, ექიმებმა მხოლოდ სიკვდილის დადგომა დააფიქსირეს.
ვიდეო: ტვ „იმედის“ სიუჟეტი